სიახლები

25-04-2019 მზადება კონფერენციისთვის

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მე-8 მე-11 კლასის მოსწავლეები აქტიურად ემზადებიან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მოსწავლეებმა შეარჩიეს მათთვის საინტერესო თემები, მოიძიეს ინფორმაცია თემების გარშემო, დაგეგმეს ექსპერიმენტი, შეარჩიეს რესურსები, ჩაატარეს ცდება. ამჟამად კი უკვე ამზადებენ პოსტერებს, რომელსაც წარუდგენენ ფართო საზოგადოებას კონფერენციაზე "ოქროს რიცხვი" რომელიც ჩატარდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 19 მაისს. პროექტების დეტალური აღწერილობა კონფერენციის შემდეგ გამოქვეყნდება ჩვენი კლუბის ვებ-გვერდზე.

ნანახია 2678-ჯერ